LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოში მყოფი საზოგადოებას გვეჩხუბა და საათ-ნახევარში გადადგა – მელია კობახიძეს პასუხობს

829
BeFunky-collage (4)

ბაქოში მყოფი საზოგადოებას გვეჩხუბა და საათნახევარში გადადგა – ასე პასუხობს ნიკა მელია ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული

„ბატონი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება საათ-ნახევრით ადრე მახსოვს, რომ ის თანამდებობიდან არ გადადგებოდა, ბაქოში მყოფი საზოგადოებას გვეჩხუბა და საათ-ნახევარში გადადგა. ამიტომ რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის. რამდენადაც მზად ვიქნებით ცვლილებებისთვის იმდენად სწრაფად დადგება ის დღე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება შესაბამისი ბრძოლა, ეს იქნება საარჩევნო თუ სხვა ტიპის. საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტულ მოსაზრებებს. პირადად ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g