LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: სწორი პოლიტიკური პასუხია დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება – წაგების უფლება არ გვაქვს

48
--2021-02-10-09-57-37-329781

მე ვიზიარებ ამ პოზიციას და ვუერთდები ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობის ერთობას, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ბრძოლა გაგრძელდება პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც,- აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, “ამ ბრძოლაში დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სწორედ ოპოზიცია არის მათი სანდო პარტნიორი, მეგობარი საქართველოში”.

“ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც დგას ოპოზიცია. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ზოლი. ამ ზოლის ერთ მხარეს დგას ხელისუფლება რუსული მომავლის საფრთხით და მეორე მხარეს დგას ოპოზიცია, დასავლეთი და ქართული საზოგადოება, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებაც არის აბსოლუტურად ცალსახა.

ემოციით მე ისევ იგივე აზრზე ვარ, რომ სწორი ემოციური პასუხი ბოიკოტი იქნებოდა, მაგრამ სწორი პოლიტიკური პასუხია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება ამ ქვეყნის მომავლისთვის, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლის გაგრძელება თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში წაგების უფლება ჩვენ აღარ გვაქვს.

ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ სად იქნება საქართველო – რუსეთში თუ დასავლურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამ ბრძოლაში წაგების უფლება არ გვაქვს და ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვრჩები დანარჩენ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g