LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამამ 2026 წლის საზაფხულო ფლეილისტი გამოაქვეყნა

150
photo-collage.png (1)

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ტრადიციულად, საზაფხულო ფლეილისტი გამოაქვეყნა.

46 სიმღერისგან შემდგარი 2026 წლის სეზონური კრებული მოიცავს როგორც თანამედროვე ჰიტებს, ისე სხვადასხვა თაობისა და ჟანრის უკვდავ კლასიკას.

წლევანდელი მუსიკალური სია ობამამ ემოციური ნოტით გახსნა და მიუძღვნა ირლანდიელი მუსიკოსის, გლენ ჰანსარდის ხსოვნას, რომელიც ახლახან, ტრაგიკულად დაიღუპა.

ფლეილისტი იხსნება სწორედ ჰანსარდის სიმღერით – Song of Good Hope, რომელიც როგორც ობამამ აღნიშნა, მისი და მისი მეუღლის, მიშელის ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა. 

სიაში მოხვდნენ ისეთი პოპულარული არტისტები, როგორებიც არიან: დრეიკი ტრეკით – Ran to Atlanta, SZA და დოჩი კოლაბით – girl, get up., თაილა და ზარა ლარსონი დუეტით – She Did It Again და რეი ჰიტით – Where Is My Husband!. 

რეპისა და პოპის გარდა, ფლეილისტში შეხვდებით ინდი-როკს ნოა კაჰანისგან და The Strokes-ისგან.

კრებულს ამდიდრებენ მუსიკის ლეგენდები: The Beatles, მარვინ გეი, ჯონი ქეში, ჩაკა ჰანი და დევიდ ბოუი.

ცნობილი ფაქტია, რომ 2015 წლიდან, ყოველ ზაფხულს, ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ჩამონათვალს აკეთებს, რომელშიც თავს საყვარელ სიმღერებს უყრის. სიმღერების სეზონური სია, კლასიკური და თანამედროვე ჩანაწერების ნაზავია, რომელიც სხვადასხვა ჟანრს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები