თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხე აინთო, საზეიმო რიტუალში მონაწილეობა ობამების ოჯახმა მიიღო.
„უკვე 94-ჯერ შეიკრიბნენ ამერიკელები ერთად, რათა ავანთოთ ჩვენი ეროვნული ნაძვის ხე. მერვე და ბოლო ცერემონიალია თეთრ სახლში ჩვენი ოჯახისთვის. სანამ დაგტოვებთ, მინდა გითხრათ,რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივი იყო, თქვენთვის გვემსახურა,“ – განაცხადა ბარაკ ობამამ.
ღონისძიების წამყვანი მსახიობი ევა ლონგორია იყო, საშობაო ნაძვის ხე კი ბარაკ ობამამ ცოლთან და შვილთან – საშასთან ერთად გაანათა.
საშობაო Jingel Bells კი მომღერლებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმაც შეასრულა.