აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, „კოსმოსური ოდისეა 2001“ ფანტასტიკის ჟანრში მის საყვარელ ფილმად დაასახელა. ობამას თქმით, სტენლი კუბრიკის ეს ნამუშევარი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან ის „შეუცნობელის დიდებასა და მასშტაბებს გვაჩვენებს“.
ამავე ჟანრის მეორე საყვარელი ფილმი „სამართებელზე მორბენალი“ აღმოჩნდა, რადგან მასში ცხოვრებისეული კითხვაა დასმული: „რას ნიშნავს იყო ადამიანი?“
ობამას საყვარელ ფილმებს შორის ასევე არის: „მარსელი“ მეტ დეიმონის მონაწილეობით, „მატრიცა“, „ვარსკვლავური ომებისა“ და „ვარსკვლავური გზის“ სერიები და ა.შ.