აშშ-ში იარაღის გაყიდვის შეზღუდვის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ ცრემლები ვერ შეიკავა. ამერიკის პრეზიდენტმა გაიხსენა სკოლა „სენდი ჰუკში“ მომხდარი მასშტაბური მკვლელობა, სადაც 20 წლის ადამ პიტერ ლენზამ 20 ადამიანი მოკლა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ იმ ბავშვებზე, მდგომარეობიდან გამოვდივარ. ყოველ წელს 30 ათასზე მეტი ადამიანი კვდება ცეცხლსასროლი იარაღით,“ – განაცხადა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტმა იარაღის გაყიდვის შეზღუდვის გეგმის ძირითადი პუნქტების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, იარაღის გამყიდველებმა უნდა მოიპოვონ ლიცენზია და კლიენტების ბიოგრაფია უნდა გადაამოწმონ. პირველ რიგში კი უნდა შემოწმდეს, იარაღის მყიდველს ჰქონია თუ არა ოდესმე სამართალდარღვევა, ფსიქიკური დაავადება, ან ოდესმე უძალადია თუ არა ოჯახის წევრებზე.
