LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარამიძე: თანამედროვე დავით აღმაშენებელი პუტინის ციხეში ზის, მიშა, ჩვენო ლიდერო, ძალიან გვიყვარხარ

225
7777

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიოძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავდადების მაგალითი აჩვენა.

მისი თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ უკეთესი ქართველები უფრო მეტია.

რუსთავის ციხეში მყოფ სააკაშვილს გია ბარამიძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მიშა, ჩემო ძმაო, მიშა, ჩვენო ლიდერო, მიშა, ჩვენო პრეზიდენტო, ქართველი ერი, ყველა პატრიოტი არის შენს გვერდით. ნუ ფიქრობს ივანიშვილი, რომ ამ რაოდენობის ხალხით შემოიფარგლებიან მიშას მხარდამჭერები და საქართველოს პატრიოტები.

ჩვენ ვართ უმეტესობა. ძალიან ბევრი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამბობდა, რომ ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა, ქართველები ასეთები არიან, ისეთები არიან, იყიდებიან. არ არის ხალხო ასე, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე.

გარამიძის განცხადებით, პუტინისტური რეჟიმი საქართველოს ანაწევრებს.

„ქართველმა ხალხმა ახლაც აჩვენა, რომ ვერ დაამონეს, ვერ დაჩაგრეს, ვერ გაყიდეს. აჩვენა ქართველმა ხალხმა იმ პირობებშიც კი, როდესაც წინასწარ ვიცოდით, რომ გააყალბებდნენ. როდესაც წინასწარ ვიცოდით, რომ დააშინებდნენ. მაინც გავიმარჯვეთ, მაინც ვაჩვენეთ ქართველ ხალხს და მთელს მსოფლიოს, რომ უკეთესი ქართველები ვართ მეტნი.

საქართველოს მტრები და მოღალატეები არიან ნაკლები. ჩემო მიშა, ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ, შენი გუნდი, ყველა იმ ძალასთან ერთად, რომელიც ერთგულად უდგას საქართველოს ინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს მოღალატური პუტინისტური რეჟიმი საქართველოს ჰყოფს და ანაწევრებს.

ჩვენ კიდევ, შენი გუნდი, მიშა, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, ჩვენ გავაერთიანებთ ყველა მოქალაქეს, გავაერთიანებთ ყველა პარტიას, გავაერთიანებთ აქ მცხოვრებს და ემიგრანტს, გავაერთიანებთ მემარცხენეს, მემარჯვენეს და ცენტრისტს, ყველას, ვინც საქართველოს პატრიოტია“, – განაცხადა ბარამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g