ბარბარა სამხარაძე პასხუობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, უგრძნია თუ არა როდისმე, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ:
„მჯობნის ჯობნი ვინ დალია, მაგრამ მიგრძნია მაშინ, როცა დამინახავს, რომ ადამიანი ჩემზე ცუდად მღერის, მაგრამ მას მეტ ყურადღებას უთმობენ, ყურადღებასთან ერთად, უთმობენ სცენას, ეკრანს და ასე შემდეგ, მაინც რთულია. ასეთ მომენტებში უფრო ვგრძნობდი თავს შეურაცხყოფილად, მაგრამ დღეს ძალიან ამაყი ვარ. მე რაც გავაკეთე, ჩემით გავაკეთე, დამოუკიდებლად მოვედი აქამდე. არავინ დამხმარებია. არავის უთქვამს, მოდი, ბარბარა, ისეთი სიმღერა ჩავწეროთ, რომელიც ორ კვირაში ამდენ ნახვას დააგროვებსო. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩემგან არც ელოდა ასეთ რამეს…“