ბარბარა სამხარაძე ჟურნალ „თბილისელების“ (23 ივნისის ნომერი) კითხვას პასუხობს, რითი ამაყობს ყველაზე მეტად:
„იმედია, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვამაყობ იმით, ვინც ვარ. მე რომ ახლა პატარა ვიყო და სოფელში ვცხოვრობდე ისე, როგორც ადრე, ჩემი ახლანდელი თავი მომეწონებოდა, მენდომებოდა ასეთი ვყოფილიყავი. ვეტყოდი ჩემს პატარა თავს, შენც შეგიძლია, სოფლიდან გახდე „ვიღაც“. ვამაყობ, რომ იქიდან აქამდე მოვედი. სირბილით თუ ფორთხვით, მთავარია, ხომ მოვედი, ამიტომაც ვამაყობ. ვცდილობ, სხვებსაც დავანახვო, რომ ყველას შეუძლია იმავეს კეთება“.