მომღერალი ბარბარა სამხარაძე ჟურნალ „სარკესთან“ (24 სექტემბრის ნომერი) საუბრობს იმ დიდი ტრანსფორმაციის შესახებ, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ განიცადა.
„ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე და ამით საკმაოდ კარგად დავიკელი. რეაბილიტაციის გზა იოლი არ არის. მარტივი არ არის ამ სხეულიდან ამ სხეულში გადმოწყობა. ვაკეტებ იმას, რისი გაკეთებაც მაშინ ვერ წარმომედგინა, ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.
ოპერაცია რომ გავიკეთე, ერთი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ დავდიოდი ექიმთან, ახლა ექვს თვეში ერთხელ დავდივარ. სულ ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და მითხრა, სამი თვის მერე მოდიო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ანალიზის პასუხებზე, ანუ ექიმების რჩევები უნდა გაითვალისწინო. ისე არ არის, თქვა, ოპერაცია გავიკეთე და მორჩაო. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, შეიძლება ყველაზე დიდი პრობლემა დაგეწყოს, წონა გაგექცეს და კვლავ მოიმატო.
გენეტიკურად მაქვს ისეთი აღნაგობა, რომ ჩემი ახლანდელი წონა მისაღებია. ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის. ოპერაცია რომ გავიკეთე, მესამე თვიდან დავიწყე ვარჯიში…“