LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბარა სამხარაძე: პირად ცხოვრებაში სიახლე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ

22914
ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე ამბობს, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა.

ამის შესახებ ბარბარამ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

„პირად ცხოვრებაში სიახლეები მაქვს, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რომ ვაკვირდები, ვინც მეტს ლაპარაკობს ამაზე, მას მეტი პრობლემებიც უჩნდება. მთავარია, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და თავს ყველანაირად ჰარმონიულად ვგრძნობ,“ – ჰყვება ბარბარა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ სიახლეებია მის კარიერაშიც და ბენდს ქმნის.

„შეგნებული ასაკიდან მოყოლებული, ველოდი, როდის გავხდებოდი 25 წლის. მგონია, რომ ეს არის ასაკი, როცა შესაძლებლობები უკვე შენს ხელშია და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ამ ასაკში თუ რამეს ვერ გააკეთებ, სხვას ვეღარ დააბრალებ, უკვე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, წელს ბევრი კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც ის, რომ ვაკეთებ ბენდს და წინ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს,“ – აღნიშნა ბარბარამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g