LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარბარობა ისეთი დღესასწაულია, რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და გვაფიქრებს ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე“ – დღეს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

144
ბარბარობა

17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მანჰეტენის ქართული სამრევლოს მოძღვარი მღვდელმონაზონი ირინეოს შენგელია.

„ბარბარობა ისეთი დღესასწაულია, რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და გვაფიქრებს ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე…

გვაფიქრებს დედაზე, სამშობლოზე, თბილ სახლზე, ბებიაზე, თბილ ლობიანებზე, შეშის ღუმელზე, ბუხარზე, გარეთ თოვლზე, თეთრად დაბარდნილ სოფლის მთებზე, ჩვენი ეზოს ჭიშკარზე, პატარა მშიერ ცუგაზე, ბავშვობის მეგობრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გადაინაცვლეს ღმერთთან…

მართალია ჩვენ დღეს, ემიგრანტებს, ეს ყველაფერი აქ არ გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან შორსაა, მაგრამ ჩვენ გვყავს უფალი და ერთმანეთი, გვაქვს ეკლესია, რომელიც ყველაფერს გვივსებს“, – წერს მღვდელმონაზონი ირინეოსი.

❄️ბარბარობა ისეთი დღესასწაულია რომელიც ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს და გვაფიქრებს ჩვენ განვლილ ცხოვრებაზე… გვაფიქრებს…

Posted by Irineos Shengelia on სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g