ვისკონსინში 21 წლის გოგონა წვეულებიდან ქურთუკის გარეშე გამოსვლის შემდეგ გაიყინა და გარდაიცვალა, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
ელიზაბეტ ლუბკე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, გოგონა გამთენიისას 4.30 საათზე თოვლზე დაეცა, იგი დილას 9 საათზე იპოვეს.
ტემპერატურა იმ დროისთვის -21 გრადუსი იყო. ლუბკეს შორტები, თხელი კოლჰოტი და მაისური ეცვა. სვიტრი ცხედართან ახლოს იპოვეს.
მედიკოსების ინფომაციით, გოგონამ ბარი ინტოქსიკაციით დატოვა. ამასთან, ელიზაბეტის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი ალკოჰოლიკი იყო და სმას თავი ცოტა ხნის წინ გაანება.