LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა ლეოსთვის არ იხარჯება: რატომ აყოვნებს მესის კონტრაქტი

54

„ბარსელონა“ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმებას აჭიანურებს ფინანსური ფეირ-პლეის გამო.
კატალონიელთა პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ თავს უფლებას ვერ აძლევს ლეოსთვის ჯიბეზე ხელი გაიკრას.

მესი კატალონიურ გრანდში წლიურად 48 მილიონ ევროს აკეთებს გადასახადების ჩაუთვლელად. არგენტინელის სუფთა მოგება 24 მილიონია. უეფას ფინანსური ფეირ-პლეის თანახმად, კლუბის საერთო სახელფასო უწყება არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლის 65 პროცენტს.

„კონტრაქტს ნებისმიერ ფასად ვერ გავახანგრძლივებთ. უნდა ვიფიქროთ ფინანსურ მდგრადობაზე. 65 პროცენტს ოდნავ გადავაჭარბეთ. ჩვენ არ გვაქვს შეუზღუდავი რესურსები და ეს მაშფოთებს. როდესაც სახელფასო ხარჯი ძალიან დიდია, ეს ნეგატიურად აისახება კლუბის კეთილდღეობაზე“, – ციტირებს ბარტომეუს AS.

მესის კონტრაქტი 2018 წელს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები