აუდიტორულმა კომპანია „დელოიტმა“ (Deloitte) ევროპაში ყველაზე მომგებიანი სტადიონების რეიტინგი გამოაქვეყნა. გასული სეზონის მიხედვით, პირველ ადგილზე „ბარსელონას“ „ნოუ კამპია“, რომელიც ოდნავ უსწრებს თავის მოსისხლე მტერს, მადრიდის „რეალის“ „ბერნაბეუს“. მართალია ესპანური გრანდების სტადიონები ლიდერები არიან, თუმცა თვალშისაცემია წამყვანი ინგლისური კლუბები, რომლებიც სრულად არიან წარმოდგენილი ათეულში, რაც პრინციპში გასაკვირი სულაც არ არის.
10 ფინანსურად ყველაზე შემოსავლიანი ევროპული არენა კი ესენი ყოფილან:
1. ნოუ კამპი (ბარსელონა, ესპანეთი) – 144,8 მლნ
2. სანტიაგო ბერნაბეუ (რეალი, ესპანეთი) – 143,4
3. ოლდ ტრაფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი) – 119,5
4. ემირეიტსი (არსენალი, ინგლისი) – 111,6
5. ალიანს არენა (ბაიერნი, გერმანია) – 103,8
6. პარკ დე პრენსი (პსჟ, საფრანგეთი) -100,6
7. ენფილდი (ლივერპული, ინგლისი) – 91,6
8. უემბლი (ტოტენჰემი, ინგლისი) – 85,2
9. სტემფორდ ბრიჯი (ჩელსი, ინგლისი) – 83,4
10. ეტიჰადი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 63,91