LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბარსას” ვალვერდე გაწვრთნის

37

კატალონიის ”ბარსელონას” მომავალი სეზონიდან ერნესტო ვალვერდე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ცნობა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. 53 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობაზე ლუის ენრიკე შეცვლის,რომლემაც ”კამპ-ნოუ” საკუთარი სურვილით დატოვა.

ვალვერდე ბოლოს ბილბაოს ”ატლეტიკს” ხელმძღვანელობდა .მისი პრეზენტაცია 1 ივნისს არის დაგეგმილი.

ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ”ბარსას” პრეზიდენტმა – ხოსეპ მარია ბარტომეუმ.

”ვალვერდეს  აქვს შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. იგი ახალგაზრდა მოთამაშეებს ენდობა და ”ბარსელონას” სტილსაც კარგად ერგება.” – განაცხადა ბარტომეუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები