”ბარსელონამ” რომის პაპს ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისური აჩუქა.
ფრანცისკე I-მა ვატიკანში ”ბარსას” წარმომადგენლები მიიღო.
ესპანეთის დელეგაცია, რომელიც კატალონიაში ბავშვთა სიღატაკესთან ბრძოლის პროექტითაა დაკავებული, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა და ფეხბურთელების მიერ ხელმოწერილი მაისური უსახსოვრა.
დელეგაციის შემადგენლობაში სოციალურ საკითხებში ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ხორდი კარდონერიც შედიოდა.
თუ გახსოვთ, რომის ამჟამინდელი პაპი არგენტინული კლუბის ”სან ლორენსოს” გულშემატკივარია.