LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონამ ვიზიტორებს გაუდის კიდევ ერთი ნაგებობა გაუხსნა

126

ბარსელონამ ვიზიტორებს გაუდის კიდევ ერთი ნაგებობა გაუხსნა. გუელის სასახლე, რომელიც ლეგენდარული არქიტეტორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქმნილებას წარმოადგენს, სულ მალე პირველ სტუმრებს მიიღებს. ამიერიდან ტურისტებს საშუალება ექნებათ, რომ სახლის პირველი მფლობელის კაბინეტი, ბიბლიოთეკა თუ სასახლის საიდუმლო კიბეები მოინახულონ. ექსკურსიები თვეში სამჯერ ჩატარდება და დასაწყისისთვის ისინი – კატალონიურ, ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ გუელის სასახლე 1984 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები