LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ტერაქტის განხორციელებაში მთავარი ეჭვმიტანილი 17 წლის მუსა უკაბირია

75

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo იუწყება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ დაკავებული დრის უკაბირის ძმაა.

El Mundo-ს ცნობით, მუსა უკაბირი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება, შეიარაღებული იყოს.

სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას ატარებენ.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები