„ბარსელონას“ თავდამსხმელი, ჟერარ პიკე და მისი მეუღლე, მომღერალი შაკირა, მძარცველების მსხვერპლი გახდნენ.
ვარსკვლავების სახლში, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, ბოროტმოქმედები შევიდნენ და იქიდან ნივთები გამოიტანეს, მათ შორის საათები და სამკაულები. ძარცვის დროს, შაკირა გერმანიაში გასტროლზე იმყოფებოდა, ხოლო პიკე ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე.
ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.