ბარსელონაში ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეთა აქცია გაიმართა. BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონტრანტებს ხელში კატალონიის დროშები უკავიათ და სკანდირებენ: “ესპანეთს დიდება”, “კატალონია ესპანეთია”, “მე ესპანელი ვარ.”
აქციის მონაწილეებსი თქმიუთ, ადგილობრივი მედია, ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა აქციებს არ აშუქებს.
9 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტში ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად ცნო. 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა.