ბარსელონაში, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ათასობით ადამიანი გამოვიდა. მომხრეებს კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა, მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კატალონიას ესპანეთისგან გამოყოფა წლებია, სურს. რეფერენდუმის შესახებ კანონს კენჭი ასამბლეამ რამდენიმე დღის წინ უყარა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმის ჩატარება 1-ელ ოქტომბერს იგეგმება.
ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმის ჩატარებას უკანონოდ სცნობს.
