ბარსელონაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის სამედიცინო სამსახური იუწყება.
საპროტესტო აქციები ბარსელონასა და კატალონიის სხვა ქალაქებში გუშინ საღამოს დაიწყო, მას შემდეგ რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 25 კატალონიელ პოლიტიკოსს რეფერენდუმთან კავშირში, მათ შორის 13-ს კი აჯანყების ორგანიზებაში წაუყენა ბრალი.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კატალონიაში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლობის შენობასთან მისვლა სცადეს. მათ გზა ადგილობრივმა პოლიციამ გადაუკეტა. მომიტინგეები ბოთლებს ისროდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.