LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანის” მხარდამჭერი აქციის ანონსი facebook-ზე დაუდგენელ ვითარებაში წაიშალა

53

კლუბ “ბასიანის” მხარდამჭერი აქციის შესახებ ივენთი facebook-ზე  დაუდგენელ ვითარებაში წაიშალა. 27 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები და კლუბის დამფუძნებლები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში საინფორმაციო-საორგანიზაციო პოსტი გუშინ საღამოს გაქრა, ვინ წაშალა პოსტი, facebook გვერდის ადმინისტრაციისთვის უცნობია. ორგანიზატორებს ეჭვი აქვთ, რომ ამ ფაქტის უკან ის ძალები დგანან, რომლებსაც 27 მაისს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდებისა და მორიგი საპროტესტო აქციის ნახვა არ სურდათ.

” სამარცხვინო ფაქტი და შოკისმომგვრელი” – ასე აფასებს მომხდარს “ბასიანის” ერთ- ერთი დამფუძნებელი ზვიდ გელბახიანი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საპროტესტო აქციებში, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, გვეხმარება, რომ დავადგინოთ თუ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ 9 საათი იყო, Facebook-ის სამუშაო საათები დამთავრებული იყო, დღეს როგორც კი გაიხსნება სამუშაო საათები, იმედი მაქვს, რომ გამოვავლენთ ეს მავნებლობა ვინ ჩაიდინა. არავის, გარდა იმისა, ვისაც საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირება და უნდობლობა აწყობს, სხვის ინტერესებში არ მგონია, მსგავსი ამ შესულიყო,“ –  განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

დაახლოებით, ერთ საათში კონსულტაციები დაიწყება სადაც “ბასიანის,” “თეთრი ხმაურის მოძრაობისა” და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაწყვეტენ, გაიმართება თუ არა 27 მაისს აქცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g