LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი ბიძინა იქცეოდა დღეს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი – ზაქარია ქუცნაშვილი

a75125b

ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთის მხრივ, მსოფლიო პრაქტიკის მაგალითზე, მეორეს მხრივ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, მოვძებნოთ ის ობიექტური საზომები, რაც დაგვეხმარება სწორი წესებისა და სწორი კრიტრიუმების შერჩევაში და პროცესების მიმართ ნდობის გაზრდაში – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ვერ მოასწრეს დისკუსიის დასრულება და გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია არ იცნობს მსგავს მაგალითს, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას რომელიმე ორგანოს, ეს იყო ძირითადად რეზიდენტი, განსაკუთრებული კრიტერიუმებით შეერჩია კანდიდატები. ის ასახელებდა კანდიდატებს და ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ვიხილავდით მათ. რის საფუძველზე ასახელებდა, ეს უკვე პირადი გემოვნების და პირადი შეხედულების საკითხი იყო. ბოლოს მარგველაშვილმა სცადა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსესუსის მიღწევა, მაგრამ ვერ შეძლო. ეკა ბესელია არ არის მხოლოდ ერთი, ვისაც გააჩნია საკუთარი აზრი. მსგავსი აზრის უკან, რომ წესები და კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო, მე ათეულობით დეპუტატი შემიძლია ჩამოვთვალო. ბატომა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც პირად ენერგიას იმისთვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის იქცეოდა დღეს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ვინმეს პარტიიდან გაძევების საკითხი არ დასმულა არც პარტიის თავმჯდომარის და არც უმრავლესობის რომელიმე წევრის მიერ.

 

magti 5g