LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი ბიძინას გაბრაზების მიზეზი იყო ის შედეგები, რაც გუშინ დადასტურდა – ზაქარია ქუცნაშვილი

55

მმართველი გუნდის წევრები, არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გარდა გაეროს კვლევისა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო. გია ვოლსკი ადასტურებს იმასაც, რომ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დროს იყო აზრთა სხვადასხვაობაც.

„რასაკვირველია, ეს არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ იყო. ეს სამ საათზე მეტი გრძელდებოდა და არა მარტო “იუნისეფის” კვლევას ეხებოდა. იყო კრიტიკული განხილვა, რაც შეეხება სოციალურ სფეროში ზოგიერთი მიმართულების გაუარესებას,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინდელი შეხვედრა, რომ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ამას ადასტურებს ზაქარია ქუცნაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი შექმნილი მდგომარეობის გამო გაბრაზებული იყო.

„ბატონი ბიძინა საკმაოდ ადეკვატური პიროვნებაა და რეალისტურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას. მისი გაბრაზების მიზეზი იყო ის, რაც ყველა სხვა თათბირში მონაწილე პირისა. ის შედეგები, რაც გუშინ დადასტურდა და რისი შერბილებაც შესაძლებელი იყო. პასუხისმგებლობა იმიტომ არის პერსონიფიცირებული, რომ უნდა მიუთითო, ვინ მიგაჩნია დამდგარ შედეგებში მთავარ გმირად. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრს მოსთხოვო პასუხი ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g