ბატონის ციხის ტერიტორიაზე, ახლად გახსნილ ისტორიულ მუზეუმში საკანალიზაციო მილი დაზიანდა. კედლიდან ჩამოსულმა წყალმა ხელოვნების საცავში არსებული რამდენიმე ნახატი დააზიანა.
„დასავლეთის ფასადის ტერიტორიაზე მიწისქვეშ არსებულმა საკანალიზაციო მილმა, როგორც ჩანს, მიწის დაწევის შედეგად დეფორმაცია მიიღო და დაზიანდა. წყალი საცავში ჩამოვიდა და ხუთი ნახატი დააზიანა. საბედნიეროდ, არცერთი ნახატი კოლექციაში დაცული შედევრი არ არის, ისინი უკვე გავაშრეთ,“ – განაცხადა ს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს მუზეუმის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას „ჯავას“, რომელმაც საკანალიზაციო მილი უკვე შეაკეთა.