LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმელ მსახიობ ტიტე კომახიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება: „მსახიობი, რომელმაც თავისი ცხოვრება ქართულ თეატრს მიუძღვნა, დღეს ურთულეს მდგომარეობაშია…“

230
ტიტე კომახიძე

მეგი კობალაძე ქართულ საზოგადოებას დახმარებას მსახიობ ტიტე კომახიძისთვის სთხოვს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

„ტიტე კომახიძე – მსახიობი, რომელმაც თავისი ცხოვრება ქართულ თეატრს მიუძღვნა, დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყოველთვიურად მხოლოდ მედიკამენტებისთვის დაახლოებით 2000 ლარია საჭირო, ბინის ქირა კი 1200 ლარს შეადგენს.

წლების განმავლობაში ბათუმის მერია მას მხარს უჭერდა და საცხოვრებელი ფართის ქირას უხდიდა, თუმცა მისი შეხედულებების გამო ეს დახმარება შეუწყვიტეს. ასევე, თეატრში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა, ის დევნის მსხვერპლი გახდა – არ მიუღია არც პრემია და არც ხელფასის მატება.

ამ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებრივი მხარდაჭერაა. ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტიტე კომახიძის მკურნალობასა და ცხოვრებას.

თბს ბანკი: #GE47TB7268945061600013

საქ ბანკი : #GE03BG0000000346025558

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g