„ბენე ექსკლუზივი“ მორიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც 10 აგვისტოს ბათუმში ჩატარდება.
Mercedes-Benz Event სასტუმრო „შერატონ ბათუმი“-ში გაიმართება და სტუმრებს დაუვიწყარ საზაფხულო ღონისძიებას წარმოუდგენს. როგორც „ბენე ექსკლუზივში“ განმარტავენ, პროექტის მიზანია ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებაა.
„ბენე ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორის, გიორგი გოგლიძის თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ იშვიათია, რაც იქაური ბიზნესმენებისათვის არც ისე ხელსაყრელია.
„ბენე ექსკლუზივის“ სურვილია, რომ ბიზნესივენთების კულტურა დასავლეთ საქართველოშიც განვითარდეს და ყველაზე ცხელ სეზონზე ბათუმი იქცეს ბიზნესცენტრად. ასეთი ივენთები ქმნიან შესაძლებლობას, რომ დასავლეთ საქართველოში არსებულ კომპანიებსაც ჰქონდეთ საშუალება ჩაერთონ ღონისძიებაში, შეიძინონ კონტაქტები, გაცვალონ იდეები და გამოცდილებები, რაც მათი ბიზნესის განვითარების საწინადარი იქნება“, – აცხადებს გიორგი გოგლიძე.
ცნობისთვის, Mercedes-Benz Event ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ოფიციალური მხარეა, რომელიც პროექტის პარტნიორი კომპანიების პრეზენტაციებს ითვალისწინებს და „შერატონ ბათუმი“-ს მთავარ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. „შერატონ ბათუმი“-ს აუზზე კი ღონისძიების არაფორმალური ნაწილი გაიმართება და შექმნის დაუვიწყარ საღამოს. სტუმრებს გემოვნებიანი მუსიკა და უამრავი საჩუქარი ელოდებათ. დღის მთავარი სიურპრიზი House მუსიკის ლეგენდა, MILK&SUGAR იქნება.
MILK&SUGAR 1997 წელს მიუნხენში ორი არტისტის მიერ დაფუძნებული მუსიკალური პროექტია. ისინი სწრაფად გახდნენ საერთაშორისო ბრენდის სინონიმი მაღალი ხარისხის საცეკვაო მუსიკისა და უნიკალური ჟანრობრივი სინთეზით, რომელიც მოიცავს Funky, House და Disco ჟღერადობებს.
აღსანიშნავია, რომ „მერსედესის ცენტრი“ საქართველში ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლავთ, გენერალური სპონსორი კი სოლოა. რაც შეეხება მთავარი პარტნიორებს, ისინი არიან: „რეალ პალასი“, „m2 უძრავი ქონება” , „ალდაგი“, „გამმა“, „აზონი“, სტამბა „ფავორიტი“.
Mercedes-Benz Event-ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ის საშუალებით გაიყიდება. ღონისძიებას 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ბენე ექსკლუზივისა“ და სპონსორი ორგანიზაციების პარტნიორები, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა.