LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ახალციხის გზაზე სატვირთო მანქანებს აწონიან

160
სასწორი

აჭარის მთავრობის ინიციატივა გზების მოვლის მიზნით – ამიერიდან ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ სავტომობილო გზაზე, სოფელ აჭარისწყალთან, მაღალი გამავლობის ავტომობილებს აწონიან.

ტვ25 ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად აქ უახლოეს პერიოდში, სპეციალურ სასწორს დააყენებენ. 

აჭარის მთავრობს მოთხოვნით, საავტომობილო გზების დეპარტამეტსა და კომპანიას შორის, გზის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებით მოაწყო.

,,სასწორისთვის პლატფორმის გაკეთება  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უზრუნველყო. უშუალოდ სასწორი შინაგან საქმეთა სამინისტროსია და მონიტორინგსაც  შსს განახორციელებს – განმარტავენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g