დღეს, 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, თანამშრომლებისთვის სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება ჩატარდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პრაქტიკული სიმულაციური წვრთნები ხმაურს გამოიწვევს, რაც შიშის და საფრთხის საფუძველი არ უნდა გახდეს:
„ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.
სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.
ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.