LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულშია

241
1590901190-ბათუმი

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

თბილისი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი-მეშვიდეს.

Covid19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში თბილისი დასახელდა

„ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც დასამახსოვრებელ ემოციებს დაგიტოვებთ. ბათუმში თითქმის შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არა მარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაცაა. ევროპის დედაქალაქებთან შედარებით აქ კრიმინალის დონე ხუთჯერ დაბალია.
ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ბათუმი არის აჭარის მთავარი ქალაქი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან.

აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, ულამაზესი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ თქვენ შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას, დააგემოვნებთ ღვინის განსხვავებულ გემოებს და თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სამზარეულოს, გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრი და ცამდე აზიდულ მთებში ჰპოვებთ ჰარმონიას ბუნებასთან. დაჩექინდით ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში – შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში“,–ნათქვამია სტატიაში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად ასევე დასახელებულია: კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა და ა.შ.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g