LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი „ლე მერიდიენის“ ოჯახის წევრი გახდა – ნახეთ როგორი სასტუმრო იხსნება შავ ზღვის სანაპიროზე (ფოტოები)

591
87077811-2964907150235349-3160095279785443328-o

შავი ზღვის სანაპიროზე ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნისთვის ემზადება. ბათუმში, Marriot-ის ბრენდის Le Méridien-ის სასტუმრო ოფიციალურად 3 მარტს გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ორი ნაწილისგან შემდგარ „ბათუმი თაუერშია“ განთავსებული და 105 ნომრისგან შედგება. ის მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, რამდენიმე რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციო დარბაზებს… პროექტის ინტერიერის დიზაინის კონცეფციაზე იმუშავა ქართულმა კომპანია „რუმსმა“.

„საქართველოში პირველი „ლე მერიდიენ ბათუმის“ გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. ლე მერიდიენისაერთაშორისო ბრენდისმარიოტ ინტთერნეიშენალისქვეშ ოპერირებს და მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტი სასტუმროთია წარმოდგენილი.

მოხარულები ვართ, რომ ბათუმი „ლე მერიდიენის“ გლობალური ოჯახის წევრი გახდა და საქართველოში ბრენდის პირველი სასტუმრო „ლე მერიდიენი ბათუმი“ მზადაა სტუმრებს 2020 წლის 3 მარტიდან უმასპინძლოს“, – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g