ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კლდიდან ქვის ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, სოფელ დოლოგანთან მოხდა – დაშავებულები მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
გავრცელებული ცნობითვე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ქვის ლოდი ორ ავტომობილს დაეცა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.