LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

100

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ქვის ლოდების დიდი მასაა ჩამოშლილი.

უწყების ცნობით, ქვის ლოდების გატანა მხოლოდ აფეთქების შემთხვევაშია შესაძლებელი. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს განახლდება.

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვის ლოდები გუშინ, გვიან ღამით ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g