”ბათუმი თაუერში” 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ”ლე მერიდიანი” განთავსდება.
სამშენებლო კომპანია ”რედკოს” პროექტების მენეჯერის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, სასტუმროს ბრენ-ოპერატორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, რომლის თანახმად შენობაში ”ლე მერიდიანი” 30 წლით განთავსდება.
”ბათუმი თაუერის” მშენებლობა გრძელდება, თუმცა ჩვენ უკვე დავასრულეთ სასტუმროს ნაწილი. ჩართულია დაახლოებით 20-მდე უცხოელი კონსულტატნტი, რომელიც მაღალი სტანდარტებით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აპროექტებს. ეს სასტუმრო ჩვენ გვექნება 2017 წლის ზაფხულისთვის” – აღნიშნა კუნელაურმა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება ჯამში 60 მლნ აშშ დოლარია.