ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სამომავლოდ მილიონზე მეტი მგზავრის მიღებას შეძლებს, ამისათვის კი აეროპორტში გაფართოების სამუშაოები ჩატარდება. “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე იმედოვნებს, რომ გაფართოების სამუშაოები ბათუმში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.
„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან და აეროპორტების გაერთიანებასთან. ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში საშუალება გვექნება დავიწყოთ გაფართოების სამუშაოები. გაფართოების გეგმა არის მილიონ 300 ათას მგზავრამდე. ახლა არის 500-550 ათასი. არსებულ ტერმინალს დაემატება გვერდით გაფრენა-მოფრენის ტერმინალები“, – აღნიშნა ზაქარაძემ.