ბათუმში კიდევ ერთი ცათამბრჯენი აშენდება, რომლის სიმაღლეც 242 მეტრი იქნება. ობიექტი ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს განთავსდება და მას West Tower ერქმევა.
პროექტს კომპანია შპს „მეტრო ჰოლდინგი“ ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ კავკასიაში.
პირველადი პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღალი კარკასისგან შედგება, ხოლო მისი მოშენების ფართობი 1075 კვ.მეტრია. კომპლექსი გააერთიანებს საერთაშორისო ბრენდის Ritz Carlton – ის სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს. კომპლექსს ექნება რეკრეაციული სივრცე და პარკინგი.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონი დოლარია. ცნობისთვის, „თაუერის“ მშენებლობაზე კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგან ელოდება.