ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დღეს, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართება.
როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გადაიხდის.
„11 ოქტომბერს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდება 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა გადასვენება.
14 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
გამოსვენება 12 ოქტომბერს, სამშაბათს 15 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან”,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში გლოვის დღეა – მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა