ბათუმის-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.