LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერია 20-დან 26 დეკემბრამდე უწყვეტ კონცერტებს მართავს და ანტივაქსერ ირაკლი ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის: მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

82
BeFunky-collage (7)

ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.

უწყების ცნობთ, 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების. საკონცერტო ნაწილი ევროპის მოედანზე საღამოს, 6 საათზე დაიწყება.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე კონცერტებს მთლიანობაში 39 შემსრულებელი მართავს, ჯამში ისინი ჰონორარის სახით 54,775 ლარს იღებენ 37 შემსრულებლის შემთხვევაში ცალკეულად ჰონორარი დაახლოებით 3,000 ლარზე მეტს არ შეადგენს, ყველაზე დიდ თანხას კი ბათუმის მერიისგან დათო ევგენიძე – 11,000 ლარს და ირაკლი ფირცხალავა – 14,100 ლარს იღებენ.

ირაკლი ფირცხალავა რუსეთში მცხოვრები ქართულველი მომღერალია, რომელმაც თავი ანტივაქსერული შინაარსის აქციაში მონაწილეობით დაამახსოვრა.

სეგახსენებთ, 5 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც საქართველოში არსებული მწვანე პასპორტების სისტემის წინააღმდეგ გამოთქვამდნენ პროტესტს, შეკრებაზე ასევე ისმოდა მწვავედ ანტივაქსერული მოწოდებები. წორედ, ამ აქციის წინა რიგებში იდგა ირაკლი ფირცხალავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები