ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
გიორგი მურვანიძემ 2025 წლის 14 მაისს ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი ჩაანაცვლა.
რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს – მას ამ დრომდე გიორგი თვაური ხელმძღვანელობდა, რომელიც ირკალი კობახიძემ 2024 წლის 15 აგვისტოს დანიშნა. წინა დღეს, 14 აგვისტოს კობახიძემ ამ თანამდებობიდან მამუკა ჯანგულაშვილი გაათავისუფლა.