სოციალურ ქსელში ვრცელდება ბათუმში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძლიერმა ქარმა მშენებარე სახლის ფანჯრები სანახევროდ მოგლიჯა. ვიდეოს ავტორი შიშობს, რომ შესაძლოა, ფანჯრები მთლიანად მოწყდეს სამაგრს და ვინმე იმსხვერპლოს.
„ფეისბუქის“ მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ სახლი ღობით არის შემოსაზღვული და ჯერ არ არის ექსპლოატაციაში შესული.
ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, კადრები აბუსერიძის ქუჩაზეა გადაღებული.