LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ქუჩებში უკვე არაერთი საერთაშორისო მოგზაური გამოჩნდა

51
34306538-10214609112915154-1938271732267745280-n

საერთაშორისო ფრენებზე მოხსნილი შეზღუდვის შემდეგ აჭარაში ტურისტების მატება შეინიშნება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი საუბრობს. ის ამბობს, რომ რეგულაციების ფონზე ტურისტები რეალობაზე მორგებას ახერხებენ.

„კომენდანტის საათი ტურისტული სეზონისთვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტორია, მაგრამ ამის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში უკვე მრავლად არიან ტურისტები. არა იმ რაოდენობით, რასაც განვლილი წლების განმავლობაში ვართ მიჩვეულები, თუმცა მატება შეინიშნება“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმის აეროპორტი ფუნქციონირებს და დღეში რამდენიმე რეისი ხორციელდება, შესაბამისად, ბათუმის ქუჩებში უკვე არაერთი საერთაშორისო მოგზაური გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები