LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმები ცნობილია – საუკეთესო ფილმად „კრიტიკული ზონა დასახელდა“

513
Untitled design (31)

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე  ერთი კვირის განმავლობაში ახალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ნახვა იყო შესაძლებელი. მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალს დასკვნით საღამოს, დღეს, ბათუმში დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა – ინფორმაცია BIAFF – ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

საუკეთესო ფილმად ირანელი რეჟისორის, ალი აჰმადზადეს ფილმი „კრიტიკული ზონა” დასახელდა.

საუკეთესო რეჟისორის ტიტული დაიმსახურა თინათინ ყაჯრიშვილმა ფილმისთვის „მოქალაქე წმინდანი“, ხოლო ელენე ნავერიანის ფილმი – „შაშვი, შაშვი მაყვალი“, ჟიურიმ სპეციალური მოხსენიებით აღნიშნა.

BIAFF მხატვრულ ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექცია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი – „კრიტიკული ზონა“, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია, 2023

საუკეთესო რეჟისურა – თინათინ ყაჯრიშვილი ფილმისთვის „მოქალაქე წმინდანი“, საქართველო/ საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ

საუკეთესო მსახიობი ქალი – ეკა ჩავლეიშვილი – ფილმში „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მიშალ ჟურავსკი – ფილმში „ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022

ჟიურის სპეციალური მოხსენიება – „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ და „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია, 2023 წ.

BIAFF მხატვრულ ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში წარმოდგენილ ფილმებს ხუთკაციანი ჟიური აფასებდა – გიორგი ოვაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), დიანა მარტიროსიანი (სომხეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო).

რაც შეეხება BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექცია ასე გადანაწილდა:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „გარდაცვლილი ქორწინება”, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2022; 18 წთ

ჟიურის სპეციალური დიპლომი – „იხვებზე ნადირობა”, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ.

ბათუმის კინომოყვარულთა კლუბის ჟიურის (როინ აბუსელიძე, ანა ორმოცაძე, დაჩი მეჯიდოვი) – მიერ აღინიშნა ორი ფილმი:

„მოქალაქე წმინდანი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ

„ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციას აფასებდა სამკაციანი ჟიური – თამარ ბართაია (საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, არტურ ვებერი (ესტონეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო), სადაც წარმოდგენილი იყო 20 მოკლემენტრაჟიანი ფილმი.

BIAFF 2023 სპეციალური პრიზი გადაეცათ

ზურაბ ყიფშიძე (საქართველო)

რევაზ მახათაძე (საქართველო)

გიული ჩოხელი (საქართველო)

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

 

ფოტო: Batumelebi.ge 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები