ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა.
ეკლესიაში დილიდან სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.