LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმის სასტუმროში 40 არხია რუსული, 3-4- ქართული არხიდან კი არც ერთი არ მუშაობს…“

79

„ფეისბუქზე“ მურმან მარგველაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც ერთ საინტერესო ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ ბათუმში სასტუმროში ტელევიზიის არხებიდან ძირითადი ნაწილი რუსულია, ქართულ არხებს კი საერთოდ არ იჭერს.

სტატუსის ავტორი წერს:

„ბათუმში სასტუმროში ტელევიზიის 40 არხია რუსული, თურქული, ერთი ინგლისური და ერთი სომხურიც. 3-4 ქართული არხიდან არც ერთი არ მუშაობს. ჩავალ მისაღებში და ალბათ მეტყვიან წვიმაა და სუსტი სიგნალიაო, ესეც ტანკების დახმარებით ბორდერიზაცია ხომ არ არის? ჩვენ თვითონ არ ვიჯერებთ რომ სახელმწიფო ვართ. ჩვენს შიგნით გადიის მთავარი საზღვარი და არ ვიცავთ :(“

ალბათ, ბევრ თქვენგანსაც ჰქონია ეს პრობლემა არა მხოლოდ ერთ, არამედ ბათუმის სხვადასხვა სასტუმროში, სადაც პრიორიტეტული სწორედ რუსული არხებია და არა ქართული…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g