LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის გახსნა

121
462504736_932638348897179_2804985961687249480_n

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.

ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს.

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის, განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
14 კმ-იანი გზა გვერდს უვლის ბათუმს და სრულად განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა, სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს.

„ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები, გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით, ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა.