17 ივლისს, 19:00 საათზე სპექტაკლი “H E L L A D O S” ბათუმის თეატრის დიდ სცენაზე იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლისრეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – პეტრე ჩარგეიშვილია, ხოლო მხატვარი – ვერა ყიფიანი.
ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით იზიდავს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების ვერსიებზე განხორციელებული სპექტაკლები.
,,HELLADOS” დიდებული მწერლის, ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც ბერძენი და ქართველი ბიჭის განცდებზე, სამშობლოს, მეგობრის სიყვარულზე და მათ ტრაგიკულ ხვედრზე გვიამბობს.
რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი, სწორედ ამ მოთხრობის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს სთავაზობს ბათუმელ მაყურებელს.
პრემიერა ეძღვნება ლაშა კუხიანიძის ხსოვნას.
ბილეთებს შეიძენთ ონლაინრეჟიმში ვებგვერდზე: www.biletebi.ge
სპექტაკლები გაიმართება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.