LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფოს 9 ახალი სპეცმანქანა გადასცეს

84
Untitled

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა, სადაც თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სამსახურს ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. ახალი სპეცმანქანების ეკიპირება რეანომობილთანაა მიახლოებული. მაღალი გამავლობა კი, აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კიდევ ერთი სიახლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, მთავრობასთან შეთანხმებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილო. ხოლო, ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ტერიტორიაზე, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g